მსოფლიო

რუსეთი ამერიკას სანქციების გამო, საპასუხო ზომებით დაემუქრა

“ასეთ ნაბიჯებს შესაბამისი საპასუხო ზომები მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსი დიპლომატები სანქციებს ვაშინგტონის ცალმხრივ გადაწყვეტილებას უწოდებენ, რომელიც მათი შეფასებით, ” საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება”.
საელჩო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი სანქციები ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სოჭში გამართული მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგს “მკვეთრად ეწინააღმდეგება”.

მაჩვენე მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close