მსოფლიო

მალის დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

მალის დედაქალაქ ბამაკოში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სტიქია ძლიერმა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ღამე დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდა. წყალდიდობამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა. დანგრეული და დატბორილია ასობით შენობა, ამასთანავე, დაზიანდა ქალაქში არსებული ხიდების უმეტესობა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე არხები დიდი ხანია არ გაწმენდილა, რის შედეგადაც წყლის უხვმა ნაკადმა დედაქალაქის ნაწილი დატბორა.

მეტის ჩვენება
Back to top button