საზოგადოება

თბილისში ათივე რაიონში მოეწყობა სავაჭრო დახლები, რომლითაც მოქალაქეები რეგისტრაციის შემდეგ უსასყიდლოდ ისარგებლებენ

10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ. ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ. “ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, კვირაში 2-3 დღე ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება და არა ქუჩაში, სადაც ხან მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ხან საპატრულო” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ჩვენება
Back to top button