საზოგადოება

ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის

ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც ვარაუდობდა ნიკა გვარამია არაკეთილსინდისიერად მართავდა კომპანიას და პრაქტიკულად ძარცვავდა მას. მისივე თქმით ვალის დიდი ნაწილი მიზანმიმართულად არის დაგროვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდში, რაც მან დავა დაიწყო. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას არ აქვს საკმარისი ფინანსები კომპანიის კრიზისიდან გამოსაყვანად და ერთი კვირის ვადაში გაყიდის კომპანიას, რათა რუსთავი 2-მაც შეძლოს ამ პერიოდის დაძლევა და გახდეს წარმატებული კომპანია და ასევე თავადაც დაიბრუნოს ის ზარალი, რომელიც მას კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების შედეგად მიადგა.

მეტის ჩვენება
Back to top button