საზოგადოება

ახალი ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს

ტელევიზიის მომავალი დირექტორის ზუკა გუმბარიძის თქმით, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძემ დაადასტურა, რომ დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს დავით კეზერაშვილთან. ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.
ტელეკომპანიის მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და მისი ყურება როგორც საკაბელო, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.

მეტის ჩვენება
Back to top button