საზოგადოება

ვაკეში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება

გურიელის N5-ის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყო
საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მოსაშვილის N9-ში, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ეზოში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად,
ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. პროექტის ბოლოს ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

მეტის ჩვენება
Back to top button