პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან გვჭირდება ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა

ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიით, მისი დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვით, მისი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით და ინტეგრაციით კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს პირდაპირი ურთიერთობების უწყვეტი მხარდაჭერა და არ იფიქროთ „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ კომისრის თანამდებობის გაუქმებაზე, როგორც ინფორმაცია ვრცელდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტის ჩვენება
Back to top button