სამართალი

ანაკლიაში შსს-მ ორი პირი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ღამით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტის ჩვენება
Back to top button