ეკონომიკა

ქობულეთში მცირე სასტუმროების მეპატრონეები სესხების გადავადებას ითხოვენ

სესხების ერთი წლით გადავადების მოთხოვნა მათ დღეს ეკონომიკის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთა შეხვედრისას წამოაყენეს. სახელმწიფომ მცირე სასტუმროების მეპატრონეებს სესხის პროცენტის სუბსიდირება შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ლარში სესხების პროცენტის 80 პროცენტს, უცხოურ ვალუტაში კი, 70 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. „ეს არ არის შეღავათი. აღნიშნული დახმარება გაჭირვებულებს გადაეცით. სერიოზულად დავზარალდით, ერთი წლით გადაგვივადეთ სესხები“ – განაცხადა ამ შეთავაზებაზე ერთ-ერთმა მეწარმემ.

მეტის ჩვენება
Back to top button