ვიდეოკულტურა

მსოფლიოში პირველი გამოფენა კოსმოსში საქართველოდან

ქართველი ტრანსცენდენტალური მხატვრის, რომანოზის (ROMANOZ) მიერ ტილოზე შესრულებული სამი ნამუშევარი ბათუმიდან სტრატოსფეროში გაუშვეს. ნამუშევარი 30-დან 45 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწევს და მის გადაადგილებას ვიდეოთვალი დააფიქსირებს. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კი მას ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ. მოგზაურობა სტრატოსფეროში დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელიც ოქტომბერში გამოვა. სტრატოსფეროში გამოფენილი ნამუშევარი, სავარაუდოდ, ბახმაროს მთებში უნდა დაეშვას, თუმცა, შესაძლებელია ტრაექტორია შეიცვალოს. “ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, სწორედ ეს გვინდოდა გვეთქვა” – განაცხადა მხატვარმა.

მეტის ჩვენება
Back to top button