სამართალი

რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორის, კახა დამენიას, 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორისათვის, ბრალდებული კახა დამენიასათვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

მეტის ჩვენება
Back to top button