საზოგადოება

ვაკეში, აბაშიძის N22-22ა-ს ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განახლდა

სამწუხაროდ, გამგეობის კონტრაქტორ კომპანიაში შექმნილი შეფერხების გამო, პროექტი გაიწელა, სამუშაოები საჭიროებისამებრ არ მიმდინარეობდა. კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში შეესრულებინა დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. ამ დროისთვის აბაშიძის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ღობე, ბორდიური, გაყვანილია სარწყავი სისტემა. პროექტის შესაბამისად, სივრცეში საბავშვო-გასართობი მოედანი და სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი დამონტაჟდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დანარჩენ ტერიტორიაზე კი დაიგება ბალახი. პარალელურად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ამავე მისამართზე – აბაშიძის N22-ის ოთხი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით, განახლებული კედლები და ჭერი შეიღებება, სადარბაზოებში გამოიცვლება ფანჯრები.

მეტის ჩვენება
Back to top button