სამართალი

ვანო ჩხარტიშვილი: როცა სააკაშვილი ქართულ ბიზნესს ატერორებდა, ხაზარაძე მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა

ბიზნესმენი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე ცრუობს. “სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ამას ხაზარაძე ცდილობს. იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა , ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე,”- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მეტის ჩვენება
Back to top button