საზოგადოება

ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში დამწვარი საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია დასრულდა

მანჯგალაძის ქუჩა N29-ში არსებული ბინები ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, დაზარალდა N31-ში მცხოვრები მოსახლეობაც. ორივე ეზოში სულ 24 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში, ორივე ეზოში არსებული საცხოვრებელი შენობები გამაგრდა, შეიცვალა სახურავები და ასევე, ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახლებში სარემონტო სამუშაოები შესრულდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 257 227 ლარი გამოყო.

მეტის ჩვენება
Back to top button