საზოგადოება

პაატა იმნაძე: წელს 100 000 ადამიანი აიცრება გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აცრები ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და 100 000 ადამიანი აიცრება. მისივე თქმით, გრიპის ვაქცინები კერძო კომერციულ სექტორსაც შემოაქვს და ვინც სახელმწიფო პროგრამაში არ არის, ეს აცრები მათთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო და ისევ მოვუწოდებთ საზოგადოებას წითელას კომპონენტიანი, ანუ წითელა-წითურა-ყბაყურის აცრისკენ. ეს აცრა საქართველოში ყველა ბავშვსა და არა მარტო მათ შეუძლიათ, უფასოდ მიიღონ სახელმწიფოსგან“, – განაცხადა იმნაძემ .

მეტის ჩვენება
Back to top button