პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით.

მეტის ჩვენება
Back to top button