პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ ადამიანს არ შეუძლია იმდენი იმუშაოს, რამდენიც მას სურს, ბუნებრივია, ნაკლები შემოსავალი ექნება

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბოკერია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მაღალი უმუშევრობის პირობებში, სამუშაო საათების შეზღუდვა ბარიერი გახდება ადამიანებისთვის, თუ როგორ შეინახონ ოჯახები. “„ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ამ ქედმაღლურ, კლასიკურ, ულტრასოციალისტური მე-19 საუკუნის მარქსისტულ დამოკიდებულებას, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თან ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ფულით, ყველას ფულით. ამ გაჭირვების ფონზე, მავნებლური მარქსისტული სისულელეების ნაცვლად, თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მათთვის პირობების გაუმჯობესება უნდათ, გადასახადები დაწიონ” – განაცხადა ბოკერიამ

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button