საზოგადოება

მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.  წელს დედაქალაქი უკვე მე-11 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება: ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ-მარკეტი; ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის   ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button