ეკონომიკა

სს „სარაჯიშვილი“ აქციონერთა რიგგარეშე კრებას იწვევს

აქციონერთა რიგგარეშე კრება 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე გამართება. სს სარაჯიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმაციით, რიგგარეშე კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: 1. 2018 წლის სამეურნეო – საფინანსო შედეგების განხილვა – დამტკიცება (მომხსენებლი ზურაბ ბუბუტეიშვილი). 2018 წლის წმინდა მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი გიორგი ნატროშვილი). სს „სარაჯიშვილის“ წესდებაში ცვლილების შეტანა (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე). სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა (მომხსენებელი გელა შენგელია). სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება (მომხსენებელი თენგიზ ჯაფარიძე).

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button