სპორტი

ვაკის რაიონში ტურნირი მინი ფეხბურთში „ვაკის თასი 2019“ გაიმართა

ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მასში ფეხბურთის მოყვარულმა 16 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც ფულადი ვაუჩერები, დიპლომები, მედლები და თასი ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბიძინა ჩიკვილაძემ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბრეგვაძემ გადასცეს. I ადგილზე გავიდა გუნდი „იუვე“
II ადგილზე – „ბებრები“
III ადგილი კი გუნდმა „ლივერპული“ დაიკავა.
ასევე, გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე აბულაძე, რომელსაც ფულადი პრიზი გადაეცა

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button