პოლიტიკა

კახა კალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს. ამასთან, საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებს. თბილისის მერმა ევროპის საბჭოს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ხვალ გაიმართება ევროსაბჭში საქართველოს გაწევრიანების იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია – „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button