ეკონომიკა

საბურთალოზე საგზაო სამუშაოები 30 მისამართზე განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, ცხრა თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 89 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა. აქედან, 12 ქუჩაზე და 18 ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მიმდინარე წელს რეაბილიტირდა არჩილ მეფის ქუჩა, სადაც 10 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ქუჩები ასევე, მოწესრიგდა კერძო დასახლებაში, სადაც აქამდე მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. საგზაო სამუშაოები ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩის ნაწილზე, ნიკო ბურისა და სტრაბონის ქუჩებზე ჩატარდა. აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში, 25 306 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია განხორციელდა სიხარულისა და ნოზაძის ქუჩებზე. ეზოები მოწესრიგდა პეკინის გამზირის N7, საირმის ქუჩა N11, მიცკევიჩის ქუჩა N20, პეტრე იბერის ქუჩა N6, იოანე პეტრიწის ქუჩა N2 და სხვა მისამართებზე. საგზაო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 6 722 940 ლარი დაიხარჯა.

მეტის ჩვენება
Back to top button