პოლიტიკა

სუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან, სტეფანი ბეგლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. გრიგოლ ლილუაშვილმა სტეფანი ბეგლის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

მეტის ჩვენება
Back to top button