ვიდეოსპორტი

შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

ღონისძიება “მართლწესრიგის ოფიცრის თასი” მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ტურნირის მიზანი მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

მეტის ჩვენება
Back to top button