სამართალი

ანრი ოხანაშვილიმა შალვა თადუმაძესთან დაგეგმილ გასაუბრებაზე კომენტარი გააკეთა

“მოვუსმენთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის მომდევნო კანდიდატს, შალვა თადუმაძეს. ჩვენი ამოცანაა, გავაჟღეროთ ყველა შეკითხვა, რომელიც არსებობს პარლამენტის წევრებს შორის და საზოგადოებაში, უკავშირდება მის საქმიანობას, მის პროფესიულ საქმიანობას. ასევე, ის საკითხები, რაც უკავშირდება დამატებით მის განათლების დიპლომთან დაკავშირებულ საკითხებს, სამუშაო ჯგუფს არ დაუსვამს საკითხი ნამდვილობაზე, კითხვის ნიშნები არ დგას მისი დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით. გაჩნდა კითხვები დამატებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თვითონ კანდიდატს აქვს მითითებული მის ბიოგრაფიაში და რომელიც დაფიქსირებულია მის განათლების დამადასტურებელ დიპლომში. შესაბამისად, ეს არის დამატებითი საკითხები, რომელზეც ჩვენ დავსვამთ შეკითხვებს და ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მათზე სრული პასუხები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button