სპორტი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა

პრესკონფერენციას ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორი გიორგი ზაბახიძე დაესწრნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად შეაჯამა თბილისში გამართული 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის თასი. ჩემპიონატის შესახებ მომზადდა ვიდეო-რგოლი, რომელმაც ფიბას მიერ დიდი მოწონება დაიმსახურა და რომელმაც აღნიშნული ღონისძიება ოფიციალურად შეიყვანა მსოფლიოს 5 საუკეთესოდ ორგანიზებულ საკალათბურთო ტურნირს შორის.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button