კულტურა

თბილისი უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს

10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა „ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან”გაიმართება. გამოფენა ხვალ, 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში გაიხსნება. იტალიის საელჩოს ცნობით, გამოფენა იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ექსპოზიცია ჩართულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში Vivere ALL’italiana, რომლის ფარგლებში საელჩომ მრავალი მაღალი დონის კულტურული ღონისძიება წარმოადგინა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button