პოლიტიკა

კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერა

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს . იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია, ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა.ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო და სასულიერო პირებს და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისათვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულებაზე, მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია” – ნათქვამია წერილში

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button