კულტურა

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიხსნება. ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს. ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ცენტრალური არქივის, დღევანდელი ეროვნული არქივის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 2020 წელს არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button