საზოგადოება

თბილისის ბიბლიოთეკებში პროექტი „კითხვის საათი ბავშვებისთვის“ დაიწყო

პროექტის ფარგლებში მოზარდებს საბავშვო ნაწამოებებს წაუკითხავენ, საინტერესო ამბებს მოასმენინებენ, თანატოლებთან ერთად ახალ თავგადასავლებში ამოგზაურებენ შემდეგ კი წაკითხულს ერთად განიხილავენ მსახიობები, მწერლები, ტელეწამყვანები, მასწავლებლები და სხვა პროფესიების ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი წარმომადგენლები. პირველმა „წამკითხველმა“ რუსუდან ბოლქვაძემ დღეს „თბილისის მწვანე სკოლის“ მოსწავლეებსა და ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წაუკითხა. პროექტი გრძელდება. წარმოგიდგენთ პროექტის პირველი ეტაპის განრიგს: 1. გოგა ჩანადირი – 16 ოქტომბერი, 13:00 საათი. თბილისის N13 ბიბლიოთეკა, მის: გლდანი, მე-6 მკ.რ. მე-5 კორპუსი. 2. სანდრო ლორთქიფანიძე – „წიგნების თაროს“ წამყვანი. 23 ოქტონბერი, 15:00 საათი. თბ. N8 ბიბლიოთეკა. მის:ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 16/18 3.თამუნა ნიკოლაძე – 30 ოქტომბერი, 12:00 საათი. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა. მის: გ. ტოვსტონოგოვის 2.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button