ეკონომიკა

თბილისის მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის – ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს

მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, თუ რომელი კომპანია შეასრულებს ამ პროექტებს. „ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის – ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ცენტრით. იქ არის საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი. მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ,  გადავწყვიტეთ, ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. განახლდება საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები და გასახდელი ოთახები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button