კულტურა

კონსერვატორია იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზ შემსრულებელს, იოსუკე ირიეს უმასპინძლებს

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, კონსერვატორიის მცირე დარბაზი იოსუკე ირიეს კონცერტს უმასპინძლებს. იოსუკე სირიე შიაკუჰაჩის – იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელია. მან დიდი წარმატებით  გამართა კონცერტები ვატიკანში, რომის პაპის წინაშე, ვაშინგტონში, თეთრ სახლში პრეზიდენტის მიღებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზში, სამეფო და სხვა მაღალი რანგის ღონისძიებებზე.
14 ოქტობერს, 15:00 საათზე, იგი მსმენელის წინაშე  მცხეთაში – ცენტრალურ მოედანზე წარდგება.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button