პოლიტიკა

ნინო გოგუაძე: ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ განხილვები შეეხება როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არსებულ დღის წესრიგს, ისე ბოლო პერიოდში არსებულ გართულებულ მდგომარეობასაც. “განსაკუთრებულ მოლოდინს ბუნებრივია, არ შევიქმნით, მაგრამ ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ გართულებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტისპირა სოფლებში, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა“, – განაცხადა გოგუაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button