ვიდეოსაზოგადოება

როგორია ახალი ავტობუსების მონაცემები და მარშრუტები

ISUZU-ს მარკის ავტობუსი 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია როგორც  wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები. პროექტის მთლიანი ღირებულება 64 790 000 ლარს შეადგენს. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება: 12 ძველი „ბოგდანი“, პირველად, წყნეთი – სადგურის მოედნის N34  მარშრუტზე ჩანაცვლდება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული; N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული; N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული; N108 – სოფელი გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button