პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაიოვიჩთან გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ორმხრივ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება. არჩილ თალაკვაძემ და ივან ბრაიოვიჩმა ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში სტაბილურობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button