პოლიტიკა

სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საელჩოს მრჩეველმა გულმირა სულტანალიმ კულტურულ – ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროში ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კონტაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ტრადიციულად, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება. გულმირა სულტანალიმ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრის მიზანი გააცნო და კომისიას ყაზახი პოეტ – განმანათლებლისა და ფილოსოფოსის – აბაი კუნანბაევის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ერთ ერთი ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევის თხოვნით მიმართა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, კომისია თბილისთან დაძმობილებულ ქალაქებთან ნაცვალგების პრინციპით აქტიურად მუშაობს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button