კულტურა

“ერისიონის“ დარბაზში, წიგნის – ჯემალ ჭკუასელი“ წარდგენა გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ერისიონის“ დარბაზში, ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამართავს წიგნ „ჯემალ ჭკუასელის“ წარდგენას. ფონდმა „ქართული გალობა“ 2013 წელს ქართული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ჯემალ ჭკუასელს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა ნომინაციაში – „ღვაწლმოსილი ლოტბარი“.
ფონდისავე ინიციატივით, პერიოდულად გამოიცემა მონოგრაფიები მის მიერ დაჯილდოებული ღვაწლმოსილი ლოტბარების შესახებ. სერიის – „ქართული სიმღერის მოამაგენი“ – ფარგლებში უკვე მომზადდა მონოგრაფიები ტრისტან და გური სიხარულიძეების, ანდრო სიმაშვილის, პოლიკარპე ხუბულავას, როსტომ გოგოლაძისა და ისლამ ფილფანის მოღვაწეობის შესახებ. „ჯემალ ჭკუასელი“ ამ სერიით გამოცემული მეექვსე წიგნია.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button