საზოგადოება

ეს მხოლოდ ,,ტაქსების რეფორმა” არაა, როგორც თქვენ უწოდებთ, ეს არის სატრანსპორტო რეფორმა

სოციალურ ქსელში მორიგი სტუდენტის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ბევრი მისი თანატოლის მსგავსად აღშფოთებულია კონკრეტული ჯგუფების ნეგატიური დამოკიდებულებით, რაც დედაქალაქში სატრანპორტო რეფორმასთან დაკავშირებულმა სიახლეებმა და ტაქსების რეგულაციებმა გამოიწვია. ” თუ ეს უარყოფითი დამოკიდებულება პარტიულობიდან გამომდინარეობს კიდე არაუშავს, მაგრამ თუ ხალხი ამ რეფორმის არსს ვერ ხვდება ეს უკვე საგანგაშოა” – წერს თეკლე ჯანხოთელი. იგი განმარტავს, რომ ე.წ ,,ტაქსების რეფორმა” არის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ბოლოს მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორამდე, კერძო მანქანების შემცირებამდე და სუფთა გარემომდე მიგვიყვანს. და დადებითად აფასებს ასევე იმ ფაქტს, რომ “ტაქსების რეფორმის” პარალელურად კეთდება შესაბამისი ინფრასტუქტურა, შესყიდულია ახალი ავტობუსები და პირველად მეტროსაც მიეხედება

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button