საზოგადოება

ვაჟა კოკაია: ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ტაქსების ანალოგიური რეგულაცია მოქმედებს

სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი ვაჟა კოკაია ტაქსების რეფორმის მეორე ტალღის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმიანება. მისივე თქმით, მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც დედაქალაქში ევროპული სტანდარტების გატარებას აკრიტიკებენ, არიან ანტიევროპული, პოლიტიკური ჯგუფები. “ბოდიშით მაგრამ თუ ნაც.მონებისა და ე.წ პატრიოტებისთვის არაკომფორტულია მოწესრიგებულ ესთეტიკურად ლამაზი მანქანებით გადაადგილება ნუ ჩაჯდებით, იმგზავრეთ ავტობუსით მერე რა რომ კახი კალაძის დროს შეიძინა მერიამ, მთავარია რომ ჰოლანდიის ჩამოწერილი არაა და გზა-გზა არ იშლება, რომ არ ვისაუბროთ კომფორტის მაღალ სტანდარტებზე! შეეგუეთ მეგობრებო ეს ქალაქი უნდა გახდეს ევროპული ქალაქი, სადაც სტანდარტები იქნება სწორედ ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი როგორც ეს ევროპაშია!” – წერს ვაჟა კოკაია

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button