პოლიტიკა

რიმა ბერაძის ინიციატივით, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს აკადემიკოს ფიფიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში, დაახლოებით 80-მა ბავშვმა და მოზარდმა უფასო სამედიცინო სერვისით ისარგებლა. „ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით უფასო სამედიცინო კვლევებს სისტემატურად ვთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ახორციელებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, ასევე თბილისის მერიას 32 მიმართულებით აქვს სამედიცინო პროგრამა, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდანაც ამგვარი დახმარება გავუწიოთ მოსახლეობას“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button