საზოგადოება

ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის #PovosDaFloresta ელჩი გახდა

ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”-ის ინფორმაციით, ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა. სწორედ ამან უბიძგა მას, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო. „იესეი“ აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის გადარჩენასთან დაკავშირებით ორგანიზაციის საქმიანობას გააძლიერებს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button