პოლიტიკა

გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გიორგი ბაგრატიონი პირადად წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. გიორგი ბაგრატიონი თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო. მან თბილისის მერიაში დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button