პოლიტიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ, ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. დოლიძის თქმით, მისთვის კითხვის დასმის საშუალება უნდა მიეცათ. მან კითხვა დატოვა და პაატა სილაგაძის პასუხი აინტერესებს, რა მოსაზრება აქვს სალომე ადეიშვილის წერილზე ჩაწყობებთან, ნეპოტიზმსა და შერჩევით სამართალთან მიმართებაში. “გუშინ ამბობდნენ წერილია საჭირო, დღეს ეს წერილი აღარ მოითხოვეს. ნახეთ, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს კანდიდატმა საერთოდ არ უპასუხა. გიორგი მიქაუტაძე კი, ფაქტობრივად აკვარიუმში ჰყავდათ მოთავსებული, რათა დისკომფორტი და უხერხულობა არ შექმნოდა უხერხული კითხვებით”,-განაცხადა ანა დოლიძემ

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button