საზოგადოება

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო დავალიანების საკითხს პირადად გავაკონტროლებ-ეკატერინე ტიკარაძე

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრის” თანამშრომლებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ცენტრის თანამშრომლებს ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა. მისი განცხადებით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების საკითხს შეისწავლის. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, შეიქმნა სპეციალური საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც ხვალიდან კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით იმუშავებს. საბჭო განიხილავს კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხს. “განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურებებს, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ”,-განაცხადა ტიკარაძემ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button