კულტურა

28 ოქტომბერს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენის გახსნის თარიღად 28 ოქტომბერი საგანგებოდ შეირჩა. 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. პირველად ისტორიაში, მუზეუმის ფონდებიდან საექსპოზიციო დარბაზებში გამოტანილ უნიკალურ აფიშებთან, ფოტოებთან თუ ხელნაწერებთან ერთად, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება „ვაშინგტონ პოსტის“ საკუთრებაში არსებული, 1989-1992 წლებში საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტებიც იხილოს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button