სპორტი

თბილისი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლებს

თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“, მსოფლიო თასი-სატელიტი გაიმართება. ხმლით ფარიკაობაში ერთმანეთს 15 ქვეყნის 65 სპორტსმენი შეეჯიბრება. ტიტულის მოსაპოვებლად არგენტინელი, აზერბაიჯანელი, ბრაზილიელი, კანადელი, ჩეხი, ბერძენი, მალაიზიელი, ტუნისელი, უზბეკი, ვენესუელელი, პოლონელი, თურქი, უკრაინელი, ქართველი და საუდის არბეთის წარმომადგენელი სპორტსმენები იბრძოლებენ. საქართველოს ნაკრებში 8 ქალი და 16 კაცი ხმლით მოფარიკავე იასპარეზებს.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button