საზოგადოება

მსჯავრდებულებს, რომლებმაც წელს სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის საშუალება ექნებათ

იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს, სამაგისტრო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ვერ მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება, საშუალება ექნებათ, 2019-2020 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხონ. შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა არიან.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button