პოლიტიკა

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. ცესკო-ს ინფორმაციით, ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 867 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. ადიგენში ამომრჩეველთა აქტივობა 20.8 პროცენტია, ხოლო მარტვილში 1103 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 185 მივიდა.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button