კატეგორიის გარეშე

დაუშვებელია ნაციონალების ფულებით გაზულუქებული მღვდელმსახურების მხრიდან პატრიარქის დადანაშაულება-ვაჟა კოკაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს შესახებ ვაჟა მანია განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერძე აქვეყნებს. მისი თქმით, პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც ვერ გაანადგურებენ მორალურად ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ახალაიების ეკლესიის რჩეული მსახურები. ” დაუშვებელია ნაციონალების ფულებით გაზულუქებული მღვდელმსახურების მხრიდან პატრიარქის დადანაშაულება მითუმეტეს მამათმავლობის ხელშეწყობაში, ამაზე დიდი შეურაცყოფის მიყენება რა შეიძლება იყოს!? მაგრამ პეტრესნაირი მოღალატეები არაერთი ახსოვს ქართულ ეკლესიას, რომელთა ბოლოც ყველას უნახავს და არც ეს იქნება გამონაკლისი,”- აცხადებს ვაჟა კოკაია. მისი თქმით, ფიზიკურად გაუტეხელს, ასაკმა რომ ვერაფერი დააკლო, ეგეთ ადამიანს ვერც მორალურად გატეხენ.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button