ეკონომიკა

საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული იყო. მისი თქმით, საუბრის დიდი ნაწილი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე.

მეტის ჩვენება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button